Saturday, April 23, 2016

პროექტის მეცხრე დღე

დღეს არის ტრენინგის მე-9 დღე,
ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ტრენინგი თვითოეულ დღეს,
შევისწავლეთ როგორ დავგეგმოთ პროექტი, და მასთან დაკავშირებული ყველა ის საკითხები რაც უნდა დავნერგოთ ჩვენს სასწავლო პროცესში.დღეს შევაჯამეთ და ავტვირთეთ ბლოგზე პროექტის პორთფოლიო.
წარმატებით გავიარე ტრენინგი თემაზე ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება"
მადლობა ტრენერს!

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Friday, April 15, 2016

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო, განვიხილეთ მოდული 5.
ვისაუბრეთ შეფასებაზე და შეფასების ინსტრუმენტის შექმნაზე.
მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა,შეფასების სტრატეგიების განხილვა, შევადგინეთ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე თანამშრომლობითი (კოლაბორაციული) შეფასება, განვიხილეთ ნიმუშები და მოვახდინეთ  მათი ადაპტირება ჩვენს პროექტზე. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე! მადლობა ტრენერს!

Sunday, April 10, 2016

პროექტის მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესი იყო
განვიხილეთ  მოდული 4 .პროექტზე დაფუძნებული სწავლება,
მოსწავლის სასწავლო ნიმუშის შექმნა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა,
მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი სასწავლო პროექტის გეგმის განხილვა, ასევე ბლუმის/გარდნერის დავალებები მოსწავლისათვის. განვიხილეთ გარდნერის თეორია, ბლუმის ტაქსონომია, განვიხილეთ რა ხერხებით უნდა დავადგინოთ რა ტიპის ინტელექტი აქვს განვითარებული მოსწავლეს. და ა. შ.
ტრენინგი ძალიან საინტერესოა, მადლობა ტერნერს!

Saturday, April 9, 2016

ტრენინიგის 5 დღე

დღეს ტრენინგის მე-5 დღეა, ძალიან საინტერესო თემები გვქონდა
 თუ როგორ მოვახდინოთ პორთფოლიოს დასრულება და ბლოგზე ავტვირთოთ, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური  პრაქტიკის მოდელირება  და სწავლება, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის. საავტორო უფლებების გაცნობა, დამატებითი რესურსები, შევავსეთ APA ბიბლიოგრაფიის შაბლონი.ასევე ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. და ა. შ
მადლობა ტრენერს!

Sunday, April 3, 2016

დღე მეოთხე

დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა, უფრო საინტერესო ხდება ტრენინგის მიმდინარეობა, დღეს დეტალურად განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. შეფასების სხვადასხვა მეთოდით განხილვა, შეფასების განსაზღვრა საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.
ასევე პრექტის პროცედურების გაწერა მაღალი სააზროვნო უნარჩვევების გათვალისწინებით, (ბლუმი/გარდნერი)
მადლობა ტრენერს!

Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ტრენინგის მესამე დღეა, ძალიან საინტერესოდ გადმოგვცა ტრენერმა როგორ ხდება მიზნების შერჩევა სტანდარტებიდან პროექტისათვის, ასევე როგორ დავსვათ მიმართულებების მომცემი საკვანძო კითხვები და   განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია . ასევე  ვიმუშავეთ ჩვენს  პროექტ - გეგმაში, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია ჩემთვის პროექტის სრულყოფილად  შესრულებისათვის.
ასევე წინარე ცოდნა მაძლევს საშუალებას   მშობელთან  კომინუკაციის დასამყარებლად და მათ  ჩართულობას  შვილის სასკოლო ცხოვრებაში, გამოვიყენებ სპეციალურად შექმნილ ბუკლეტებს, რომლის შექმნაც ამ ტრენინგზე შევისწავლეთ..